2015 წლის 7,8 თებერვალს ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია I-IV კლასის ქართულის ენის მასწავლებლებისთვის, სადაც პროექტში ჩართულმა მასწავლებლებმა წარმოადგინეს მოხსენებები განვლილი მოდულებიდან. ასევე შეჯამდა შედეგები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.
14,15 თებერვალს ჩატარდა კონფერენცია V-VI კლასის ქართული ენის მასწავლებლებისთვის.
16.12.2014–ში პროექტ G-PriEd-ის ფარგლებში ვიმყოფებოდი სოფ. წირქვალის საჯარო სკოლაში, სადაც დავესწარი I-VI კლასების მასწავლებლებსა და და სასწავლო ჯგუფის მუშაობას.
პედაგოგოები: მანანა კაციტაძე, თამარ დემეტრაშვილი, ელისო ჯაჯანიძე, ხათუთი მიროტაძე.
29.11.2014-–სა და 30.11.2014–ში ქუთაისსა და დილიკაურში ჩატარდა დასკვნითი ტრენინგი მე–5, მე–6 კლასის ქართული ენის მასწავლებლებისთვის.
ტრენინგის მიზანი :
•წერის სწავლების ეფექტურ მიდგომებსა და მეთოდების დაუფლება; კითხვისა და წერის ინტეგრირებული აქტივობების
წარმართვა;
•კვირის სამუშაო განრიგის შექმნა კითხვისა
და წერის ძირითად აქტივობებზე/სტრატეგიებზე დაფუძნებით;
•ტრენინგპროგრამის ეფექტურობის და
საკუთარ მიღწევების შეფასება პროფესიული განვითარების გზაზე. ტრენინგი დასრულდა პოსტტესტით.
2014 წლის 1–2 ნოემბერს ჩავატარეთ ტრენინგები ქუთაისსა და დილიკაურში. გრძელდება თემა "დიფერენცირებული სწავლება".
ტრენინგის ფარგლებში ჩავატარე მართული კითხვის გაკვეთილი, რითაც დემონსტრირება მოხდა სტრატეგიისა "წყვილში მუშაობა".
მსმენელების უკუკავშირიდან ჩანს, რომ მათთვის აღნიშნული სესია ნაყოფიერი და მრავლისმომცემი იყო.